თეგებით ძიება

ვაშლიჯვრის ავარიული კორპუსის მშენებელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ  ვაშლიჯვარში, ავარიული კორპუსის მშენებელს,  რობერტ გაბუნიას აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურის ინფორმაციით, არზაყან ემუხვარის ქუჩაზე, შპს „თორის“ კორპუსი 2019 წელს უხარისხოდ და კანონით დადგენილი წესების დარღვევით აშენდა.

კორპუსიდან 52 ოჯახი 2024 წლის მაისის ბოლოს იმის გამო გაასახლეს, რომ მზიდ კედლებზე მოსახოებამ ბზარები შენიშნა. კორპუსი საცხოვრებლად უვარგისი იყო - მერიამ კი მოსახლეობა მუნიციპალიტეტის ხარჯით დაქირავებულ ბინებში გადაიყვანა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2019 წელს აშენებულ კორპუსში, მზიდ კედლებზე ბზარები ჯერ კიდევ 2022 წელს გაჩნდა, მოგვიანებით კი ბეტონის რღვევა დაიწყო:

„კორპუსის მზიდ კონსტრუქციაში გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რასაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის დადგენილებასა და სამშენებლო ნორმებთან. კორპუსის დეფორმაციები ძალიან მძიმე დაზიანებათა ხარისხს განეკუთვნება და ექსპლუატაციისთვის უვარგისია“.

გამოძიების გამოთვლით 52-მა მოქალაქემ ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის ზიანი მიიღო.

დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება) მიმდინარეობს. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა