უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში წინ წაიწიეს და ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიკავეს - ოლექსანდრ სირსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში ხუთი კვადრატული კილომეტრი დაიკავეს.
„შეტევითი ოპერაცია კურსკის მიმართულებით გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ჩვენი ჯარები ცალკეულ მიმართულებებზე ორ კილომეტრამდე წინ წაიწიეს და ხუთი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიკავეს“, - აღნიშნა ოლექსანდრ სირსკიმ.