არაა საჭირო საკუთარი გეგმების და სურვილების შესახებ ყოველთვის საჯაროდ საუბარი - ასტროლოგი გვაფრთხილებს
ხმამაღლა ფიქრი, ხშირად, ვნებს ჩვენი ცხოვრების გზას - ამის შესახებ ასტოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოოციალურ ქსელში წერს:
არაა საჭირო საკუთარი გეგმების და სურვილების შესახებ ყოველთვის საჯაროდ საუბარი.
ხმამაღლა ფიქრი, ხშირად, ვნებს ჩვენი ცხოვრების გზას. მუდამ უნდა გვახსოვდეს, რა გარემოშიც გვიწევს ცხოვრება. ყველას ერთიანად არ უხარია და ცხადია, რომ არც სძულს.
სამწუხაროდ, ბევრს წინასწარ უყვარს გარკვეული ჩანაფიქრის დაანონსება. ანონსი საჭიროა, თუმცა ეს უნდა იყოს დროული.
წარმატებული სვლა და საქმე კი ადამიანის რეალურ ბუნებას გვანახებს. ზოგჯერ წინაც უნდა წაიწიო რომ მანკიერ ,,მე-ს" ეომო. ფული და დიდება ეს მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის შესაცნობად.
როცა თანხა ბლომად გაქვთ, შემოსავლის სულ მცირე 10% მაინც თუ ქველმოქმედებაში არ ხარჯავთ, ჩათვალეთ, რაც გაქვთ იმასაც დაკარგავთ. არაფერი არ ეძლევა ადამიანს შემთხვევით, ყველაფერი დამსახურებაა და თანაც წუთებში გაწერილი.
გახსოვდეთ, ნებისმიერ საქმეში - ბრძოლას დაწყებამდე იგებენ - წერს გიორგი ლობჯანიძე.