თეგებით ძიება

აშშ-ში ცნობილი სპორტსმენი დის ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე, ძმასთან ერთად დაიღუპა

აშშ-ში, ჰოკეის ვარსკვლავი ჯონი გოდრო ძმასთან ერთად დაიღუპა. სპორტსმენს და მის ძმას, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი დაეჯახა.

პოლიციის ინფორმაციით, ნიუ-ჯერსიში სპორტსმენი ძმასთან ერთად ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვება მოხდა.

CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევა მათი დის ქორწილამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა, სადაც ძმები მეჯვარეები უნდა ყოფილიყვნენ.

სპორტსმენის გუნდმა Columbus Blue Jackets-მა, ჯონი გოდროს გარდაცვალება წარმოუდგენელ ტრაგედიად შეაფასა.

რუსთავი 2


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა