7 დაღუპული, 77 დაშავებული, მათ შორის, 18 ბავშვი - რუსებმა ხარკოვი ისევ დაბომბეს
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ხარკოვზე რუსული დარტყმის შედეგად 77 ადამიანია დაშავებული, მათ შორის, 18 ბავშვია. დაღუპულთა რაოდენობა კი ამ დროისათვის 7-ს აღწევს. მათ შორისაა ერთი არასრულწლოვანი.
რუსულმა ძალებმა ხარკოვში, 12 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორია 30 აგვისტოს, შუადღის საათებში დაბომბეს. შედეგად ხანძარი გაჩნდა და კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. მოხდა 160 ადამიანის ევაკუაცია.
ამ დროისათვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ.