თეგებით ძიება
31. 08. 2024 მსოფლიო

ბრაზილიაში X აიკრძალა

ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ მოითხოვა, რომ ქვეყანაში დაუყოვნებლივ და სრულად შეჩერდეს ილონ მასკის სოციალური ქსელის X-ის საქმიანობა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

გადაწყვეტილება ბრაზილიაში X-ის ოფიციალური წარმომადგენლის დასანიშნად სასამართლოს მიერ გამოყოფილი 24-საათიანი ვადის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული.

სასამართლოს განცხადებაში ნათქვამია, რომ პლატფორმის აკრძალვა გაგრძელდება მანამ, სანამ X არ შეასრულებს სასამართლოს ყველა ბრძანებას და არ გადაიხდის ყველა დაკისრებულ ჯარიმას.

X სავარაუდოდ მიუწვდომელი გახდება ბრაზილიაში მომდევნო 24 საათის განმავლობაში. გადაწყვეტილება ბრაზილიურმა ინტერნეტ პროვაიდერებმა უნდა განახორციელონ.

ქვეყანაში სოციალური ქსელი არა მხოლოდ დაბლოკეს, არამედ შემოიღეს ჯარიმების სისტემა VPN-ის გამოყენებით სოციალური ქსელის დაბლოკვის გვერდის ავლისთვის. მათთვის, ვინც შეზღუდვის გვერდის ავლას შეეცდება, მათ შორის VPN-ის საშუალებით, დღიური ჯარიმა დაახლოებით 9 ათასი დოლარია დაწესებული, წერს The New York Times. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ Apple-მა და Google-მა უნდა წაშალონ X-ის აპლიკაცია ხუთი დღის განმავლობაში.

კვლევითი ფირმა Emarketer-ის მონაცემებით, სოციალურ ქსელ X-ს თვეში ერთხელ მაინც დაახლოებით 40 მილიონი ბრაზილიელი იყენებს, რაც მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა