რუსეთში გაუჩინარდა ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იმყოფებოდა
რუსეთში, კამჩატკაზე ვერტმფრენი Ми-8 დაიკარგა, რომლის ბორტზეც 22 ადამიანი იყო – 19 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი. ვერტმფრენი რადარებიდან ვულკან ვაჩკაჟეცის რაიონიდან გაუჩინარდა, სწორედ იქიდან აიყვანა 19 ტურისტი, თუმცა დანიშნულების ადგილზე – სოფელ ნიკოლაევკაში აღარ ჩაფრენილა და შემდგომ კავშირზე გამოსვლა შეწყვიტა.
ამ ეტაპზე დაწყებულია ვერტმფრენის საძიებო სამუშაოები, კამჩატკაში გაუჩინარებამდე ვერტმფრენის ეკიპაჟს რაიმე პრობლემის შესახებ არ უცნობებია.