თეგებით ძიება
31. 08. 2024 მსოფლიო

უკრაინას თავდაცვის უფლება მისი საზღვრების ფარგლებს გარეთაც აქვს - სტოლტენბერგი

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს, და ეს უფლება მხოლოდ მისი საზღვრებით არ შემოიფარგლება.

„უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება. საერთაშორისო სამართლის თანახმად, ეს უფლება საზღვარზე არ მთავრდება“, - თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ნატომ უკრაინის გეგმების შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა და მასში მონაწილეობას არ იღებდა.

სტოლტენბერგმა დაამატა, რომ უკრაინა რისკავს, როცა რუსეთის ტერიტორიაზე იჭრება, მაგრამ კიევმა თავად უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ აწარმოოს მისი სამხედრო კამპანია.

„[უკრაინის] პრეზიდენტმა [ვოლოდიმირ] ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ [კურსკის] ოპერაციის მიზანი ბუფერული ზონის შექმნაა, რათა მომავალში რუსეთის იერიშების პრევენცია მოახდინოს“, - დასძინა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა