თეგებით ძიება
31. 08. 2024 მსოფლიო

ქალი ავტობუსის მგზავრებს დანით დაესხა თავს, დაშავდა ხუთი ადამიანი - ბილდი

„ბილდის“ ცნობით, გერმანიის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ზიგენში ქალი დანით დაესხა თავს ავტობუსის მგზავრებს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაშავდა.

გამოცემის ინფორმაციით, სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. ყველა დაზარალებული გადაყვანილია საავადმყოფოებში.

პოლიციის ცნობით, ავტობუსს მგზავრები ზიგენში, ქალაქის ფესტივალზე გადაჰყავდა. დანაშაულის დროს ავტობუსში, სულ მცირე, 40 მგზავრი იმყოფებოდა.

სამართალდამცავები ტერორისტული აქტს გამორიცხავენ.

თავდამსხმელი ქალი დაკავებულია. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, მოქალაქეებისთვის საფრთხე აღარ არსებობს.

„ბილდი“ ინფორმაციით, ქალი 32 წლისაა. ის გერმანელია, სავარაუდოდ, ფსიქიკურად დაავადებული და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მიმდინარეობს მოწმეების დაკითხვა. ავტობუსის მგზავრებს უწევენ ფსიქოლოგიურ დახმარებას.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში გერმანიაში დანით თავდასხმის შემთხვევები გახშირდა. 23 აგვისტოს, საღამოს სირიელი მამაკაცი დანით თავს დაესხა ქალაქ ზოლინგენის 650 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმის სტუმრებს. დაიღუპა სამი ადამიანი: 67 წლის და 56 წლის მამაკაცები და 56 წლის ქალი, რვა ადამიანი დაშავდა.

გერმანული მედიის ცნობით, ზოლინგენში მომხდარი ტერაქტის ფონზე გერმანიის მთავრობამ შეათანხმა ახალი ზომების პაკეტი არალეგალური მიგრაციასთან საბრძოლველად, ასევე იარაღის შეძენის, შენახვისა და ტარების წესების გასამკაცრებლად.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა