ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ომებს დაასრულებს
აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 5 ნოემბრის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „საზღვარგარეთ მიმდინარე ომებს“ დაასრულებს.
„ჩვენ ერთად ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისთვის ვიბრძვით, ჩვენ დავასრულებთ დაუსრულებელ ომებს საზღვარგარეთ“, - თქვა ტრამპმა პენსილვანიის შტატში წინასაარჩევნო მიტინგის დროს.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში ქვეყნის მთავრობაში კორუფციას დაამარცხებს.