თეგებით ძიება

სომხეთის ატომურმა ელექტროსადგურმა ავარიული გათიშვის შემდეგ მუშაობა განაახლა

სომხეთის ატომურმა ელექტროსადგურმა, რომელიც მეხის დაცემის გამო ავარიულად გაითიშა, მუშაობა განაახლა. ინფორმაციას სომხეთის ტერიტორიული მართვის და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

„14:05 საათიდან სომხეთის ატომური ელექტროსადგური ენერგოსისტემას დაუკავშირდა. უახლოეს საათებში ატომური ელექტროსადგური სრული დატვირთვით იმუშავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სომხეთის ატომური ელექტროსადგური ავარიულად მეხის დაცემის გამო წუხელ გაითიშა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა