არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას"- ივანიშვილი
2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს რადიკალების მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, და არათუ უნდა დასრულდეს, დღის წესრიგში უნდა დადგეს რეჟიმის გასამართლების საკითხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის, რაც მათ 2008 წლის აგვისტოში ჩაიდინეს და რამაც ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა და საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი დაგვაკარგვინა. პირობას გაძლევთ, რომ არჩევნების შემდეგ ჩვენ აუცილებლად გავასამართლებთ კოლექტიურ "ნაცმოძრაობას" მოღალატეობრივი ქმედებების გამო.
განაცხადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ოზურგეთში პარტიის საარჩევნო კამპანიის ღონისძიებაზე.