ისრაელის უსაფრთხოების ძალების მიერ, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ კიდევ ერთი მეთაური - BBC
„ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს ვისამ ხაზემი, შემდეგ კი საჰაერო დარტყმები განახორციელეს დანარჩენ ორზე, როცა ისინი გაქცევას ცდილობდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პალესტინის ადმინისტრაციის ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ სამი მამაკაცი მოკლულია ქალაქ ზაბაბდეს მახლობლად, ჯენინის სამხრეთ-აღმოსავლეთით. დაჯგუფება „ჰამასმა“ ასევე დაადასტურა მათი გარდაცვალება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთ სანაპიროზე, სულ მცირე, 20 პალესტინელი დაიღუპა. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ მოკლულთა უმრავლესობა მათი მებრძოლი იყო.