თეგებით ძიება
31. 08. 2024 მსოფლიო

ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ - სერგეი ლავროვი

ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ჩვენს ტერიტორიას არავისთან განვიხილავთ. ჩვენი ტერიტორიის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ახლა რაიმე სახის მოლაპარაკებების შესახებ ჩვენ არ ვსაუბრობთ“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის გეგმების შესახებ მსჯელობა რთულია.

„ჩვენ სიტუაციის რეალობის საფუძველზე მოგვარებისთვის მზად ვართ. ადგილზე შექმნილი რეალობის, რუსეთის კონსტიტუციაში არსებული რეალობის მიხედვით, სადაც გარკვევით წერია, რომ ყირიმის გარდა, ახლა ჩვენ ოთხი ახალი ფედერალური სუბიექტი გვაქვს“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ამასთან, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება დაუშვებელია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა