თეგებით ძიება
01. 09. 2024 მსოფლიო

მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება - ზელენსკი

მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას სჭირდება სრულად დაცვის შესაძლებლობები, შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვები, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.

„ამ დღეებში ვაშინგტონში ჩვენი უკრაინული დელეგაცია მუშაობს: პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გენშტაბის წარმომადგენლები, ოფისის ხელმძღვანელი. შეხვედრები გაიმართა სხვადასხვა დონეზე და ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალებისთვის შორ მანძილზე მოქმედი შესაძლებლობებია, რათა თავიდან ავიცილოთ ეს ტერორი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსული ტერორის შეჩერება მხოლოდ ერთი გზით არის შესაძლებელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა