რომი-ქუთაისის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა
კომპანია Wizz Air-ის რომი-ქუთაისის რეისზე მგზავრი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი შეუძლოდ ფრენის დროს გახდა.
მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია, თუმცა მგზავრის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარის გამო რეისი ბულგარეთის ქალაქ ვარნაში დაეშვა და ქუთაისის აეროპორტში რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩამოფრინდა.