თეგებით ძიება

ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკე გოგონებმა სამი მედალი მოიპოვეს

ჩეხეთმა ექვს ასაკობრივ კატეგორიაში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლა. ქართველმა მოჭადრაკე გოგონებმა ევროპის პირველობაზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

8 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა ლილე სვანაძე. ქართველი მოჭადრაკე მთელი ტურნირის განმავლობაში ლიდერობდა, VII-VIII ტურში კი შეხვედრები დათმო, თუმცა ბოლო ტურში გამარჯვება შეძლო და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი მოიპოვა.

14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ვიცე-ჩემპიონი გახდა მარიამ კალანდაძე. მან ზედიზედ ექვსი პარტია მოიგო, ბოლო ტურში კი ევროპის ჩემპიონთან შეხვედრა ყაიმით დაამთავრა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. დასკვნით ტურში მოპოვებული გამარჯვებით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა კესარია მგელაძე.

ევროპის ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით ცხრა ტურად ჩატარდა და მასში 47 ევროპული ქვეყნის 1231 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირში საქართველოს სახელით 25 მოჭადრაკე ასპარეზობდა. ქართველი მოჭადრაკეები კონტინენტის პირველობაზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა