რუსეთში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის ყველა მგზავრი დაიღუპა
31 აგვისტოს ცობილი გახდა, რომ რუსეთში, კამჩატკის მხარეში Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაუჩინარდა, რომლის ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა. რუსული მეედია წერდა, რომ ვერტმფრენი ვულკან ვაჩკაჟეციდან სოფელ ნიკოლაევკაში მიფრინავდა. მათ შორის მანძილი 25 კილომეტრია. 22 ადამიანიდან სამი ეკიპაჟის წევრია, ხოლო დანარჩენი - რიგითი მგზავრი. ახლახან ცნობილი გახდა, რომ ვერტმფრენი ავიაკატასტროფაში მოჰყვა და ყველა მგზავრი დაიღუპა.