თეგებით ძიება

გამარჯვება 26 ოქტომბერს სწორედ სამეგრელოდან დაიწყება - იგორ ნარმანია

გამარჯვება 26 ოქტომბერს სწორედ სამეგრელოდან დაიწყება, - ამის შესახებ  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე იგორ ნარმანიამ  სოფელ დარჩელში კოალიცია "ერთიანობა - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის გახსნის დროს განაცხადა. ნარმანიას თქმით, სამეგრელოს აქვს იმის რესურსი და პოტენციალი, რომ ადგილობრივები ემიგრაციაში არ გარბოდნენ. მისი თქმით, ის ენერგია, რომელიც სამეგრელოშ იგრძნობა, დანარჩენი საქართველოსთვისაც გადამდები უნდა იყოს.  

"მე წარმოვადგენ ამ კუთხეს და, ზოგადად რომ ვთქვა, ეს არის ჩემი ოდაბადე (მეგრ.: სამშობლო,-რედ.) - სამეგრელო, რომელიც მუდამ იდგა ისტორიის სწორ მხრეს, სადაც ვერასდროს იმარჯვებდა რუსული ოცნება, რადგან ხალხი აქ ძალიან სწორად განსჯიდა, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე. მე ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად მიწევს რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრა, მათ შორის, ზუგდიდშიც. ძალიან ბევრ ადამიანს, ჩემს თანატოლებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა, რათა თავი ირჩინოს, სწავლის გადასახადი გადაიხადოს. სინამდვილეში, ეს რეალობა ასეთი არ უნდა იყოს, რადგან ზუგდიდში არის იმის პოტენციალი და ეკონომიკური დოვლათი, რომ იყოს ნორმალური გარემო, ეკონომიკური აღმავლობა, რომ განვითარდეს, მაგალითად, ანაკლიის პორტი, რომელიც ჩვენთან ძალიან ახლოსაა და რომელიც უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოების მყარი გარანტი, ამიტომ მე მჯერა, რომ ზუგდიდი და სამეგრელო იტყვის გადამწყვეტ სიტყვას და იქნება მთავარი ფლაგმანი 26 ოქტომბრის გამარჯვებაში. ის ენერგია, რომელიც იგრძნობა თითოეულ თქვენგანში, იგრძნობა სამეგრელოსა და ზუგდიდში, უნდა იყოს გადამდები დანარჩენი საქართველოსთვის. დანარჩენი საქართველო უნდა იყოს გამარჯვების ზენიტში თქვენთან ერთად და დარწმუნებული ვარ, ეს გამარჯვება სწორედ 26 ოქტომბერს დაიწყება და დაიწყება აუცილებლად სამეგრელოდან!", - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ იგორ ნარმანიამ დარჩელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა