თეგებით ძიება

„ოცნებას“ უნდა, ეკლესია თავის პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებაროს - გიორგი გახარია

 პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი მიიჩნევს,  რომ ხელისუფლება ახლა ეკლესიის დაქვემდებარებას ცდილობს, რათა მართლმადიდებელი მრევლის სახით დამატებითი ხმები მოაბილიზოს. გიორგი გახარიას თქმით, ეს "ოცნების" წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილია. საქმე ეხება "ოცნების" ინიციატივას, რომელიც მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გულისხმობს. 

ეს არის „ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის სტრატეგიის სერიოზული ნაწილი. რა თქმა უნდა, მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოში არის უმძლავრესი ინსტიტუტი. ფაქტია, რომ „ოცნებას“ უნდა, ეს ინსტიტუტი თავის პარტიულ ინტერესებს დაუქვემდებაროს. ეს ყველაფერი ამისთვის კეთდება და რა თქმა უნდა, აქედან მიიღოს გარკვეული დივიდენდები დამატებითი ხმენბის სახით. ქართულ ეკელსიას ჩემი რჩევა არ სჭირდება. მათ საუკუნეები აქვთ გამოვლილი. თავისი თავიც შეინახეს და შეინარჩუნეს, რწმენაც გააძლიერეს და ქართულ სახელმწიფოებრიობას ყოველთვის ეხმარებოდნენ, - ამბობს გიორგი გახარია. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა