უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად დარეგისტრირება 2 სექტემბრის ჩათვლით შეიძლება
აგენტად რეგისტრაციის ბოლო ვადა 2 სექტემბერია. იუსტიციის სახლის განცხადებით, ფილიალები, დღეს, კვირას, პირველ სექტემბერს საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ.
განცხადების მიხედვით, 10:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში, დაინტერესებულ პირებსა და სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებში განაცხადის ჩაბარება შეეძლებათ.
"კვირას, 1 სექტემბერს, იუსტიციის სახლის ფილიალებში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი იქნება.
დაინტერესებულ პირებს/სუბიექტებს იუსტიციის სახლის ფილიალებს შეუძლიათ მიმართონ 10:00-დან 17:00 საათამდე, საქართველოს 30 ქალაქში: თბილისის და ბათუმის ცენტრალურ ფილიალებში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში ბოლნისში, გურჯაანში, თელავში, ყვარელში, ლაგოდეხში, თიანეთში, ახალქალაქში, ახალციხეში, ბორჯომში, ზუგდიდში, ფოთში, მარტვილში, სენაკში, ხონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზესტაფონში, ქარელში, წყალტუბოში, ყაზბეგში, ოზურგეთში, ხაშურში, გორში, ონსა და მესტიაში.
ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა მიმდინარე წლის 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული," - წერია განცხადებაში.