თეგებით ძიება
01. 09. 2024 მსოფლიო

აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების გამო სლოვაკეთის ორი აეროპორტი დაიხურა

აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების გამო სლოვაკეთის ორმა აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. როგორც მედია წერს, კოშიცესა და პოპრადის აეროპორტები აფეთქების შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინების გამო დაიხურა.

აეროპორტები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ინფორმაციას დანაღმვის შესახებ მიღებული შეტყობინებების თაობაზე.

„დანაღმვის შესახებ შეტყობინების მიღების შემდეგ კოშიცეს აეროპორტის ტერმინალის შენობა ევაკუირებულ იქნა. ამ წუთებში მიმდინარეობს აეროპორტის შემოწმება“, – აცხადებენ აეროპორტში.

მსგავსი სახის შეტყობინების გამო დახურულია პოპრად-ტატრას აეროპორტიც.

„მიმდინარეობს მგზავრების ევაკუაცია, ტერმინალებისა და ადმინისტრაციული შენობების შემოწმება“, – აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა