თეგებით ძიება

შუქრუთში აქციის სამმა მონაწილემ პირი ამოიკერა

ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის სამმა მცხოვრებმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. აქციის მონაწილეები “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას აპროტესტებენ _ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, უკვე წლებია რაც კომპანია მათ საცხოვრებელ სახლებთან მანგანუმს მოიპოვებს, რის გამოც მათი შენობები დაზიანდა და საცხოვრებლად უვარგისი გახდა. მათივე განცხადებით, ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ სთხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

შეგახსენებთ, რომ სოფელ შუქრუთში “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის წინააღმდეგ აქცია 173-ე დღეა უწყვეტად მიმდინარეობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა