ღაზაში ომის კოშმარი უნდა დასრულდეს - ანტონიო გუტერეში
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელელმა სამხედროებმა “ჰამასის” მიერ 7 ოქტომბერს გატაცებული კიდევ ექვსი მძევლის ცხედარი ღაზას სამხრეთით, რაფაჰში მდებარე გვირაბში აღმოაჩინეს. მომხდარს გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში 6 ისრაელელი მძევლის ცხედრის პოვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ღაზას სექტორში ომის კოშმარი უნდა დასრულდეს.
„დღევანდელი ტრაგიკული ამბები არის დამანგრეველი შეხსენება იმისა, რომ ყველა მძევალი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს და ღაზაში ომის კოშმარი აუცილებლად უნდა დასრულდეს“, - წერს გუტერეში სოციალურ პლატფორმა X-ზე.