ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული - ზელენსკი ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება
ხარკოვის მორიგი დაბომბვის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს მიმართა და მოუწოდა, უზრუნველყონ ყველაფერი, რაც აუცილებელია რუსეთის თავდასხმებისგან დასაცავად.
„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტია დაჭრილია. სამაშველო ოპერაციისთვის ყველა საჭირო ძალაა მობილიზებული და ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული. ამისთვის საჭირო არ არის განსაკუთრებული ძალები, არამედ საკმარისია ლიდერების სიმამაცე – სიმამაცე, მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია დასაცავად“,- განაცხადა ზელენსკიმ.