თუ არაფერი შეიცვლება, სანქციები იქნება - ანა ფოტიგა
ანა ფოტიგა საქართველოშია. ევროპარლამენტარი თბილისში შეხვედრებისთვის ჩამოვიდა. ხვალ ის
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის კონფერენციას გახსნის, რომელსაც "გადამწყვეტი წელი" ჰქვია. ამასთან, ევროპარლამენტარმა დემოკრატიის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და "ქართულ ოცნებას" მოახლოებული სანქციების შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენა.
"ქვეყნის გარეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულები არიან. ჩვენი ერთი მხრივ ვცდილობთ, დავეხმაროთ ქართველ ხალხს და მეორე მხრივ გვინდა, საქართველო დასავლური მიმართულებით წავიყვანოთ.
ჩვენთვის ამ გადაწვეყილების მიღება ძალიან რთულია, მაგრამ დავაკვირდებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც და თუ არაფერი შეიცვლება, სანქციები იქნება", - თქვა მან.