ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა
ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მონღოლეთში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის პრეზიდენტი მონღოლეთის პრეზიდენტს, უხნააგიინ ხურელსუხს შეხვდება და რამდენიმე ოფიციალურ დოკუმენტს ხელს მოაწერს.
ცნობისთვის, მონღოლეთი რომის წესდების ხელმომწერია, ჰააგის სასამართლოს კი ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
მეტიც, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონღოლეთს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის შესრულებისკენ და ვლადიმერ პუტინის დაკავებისკენ მოუწოდა.