თეგებით ძიება

საპატრიარქო საყოველთაო ნათლობის მორიგი, 70-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს

საპატრიარქო საყოველთაო ნათლობის მორიგი, 70-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაციის დაწყების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"იწყება სამოცდამეათე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს საქართველოს საპატრიარქოში ა.წ. 9 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე (შაბათ-კვირისა და საეკლესიო დღესასწაულების გარდა).

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;

მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები;

შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები;

მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

ოჯახის 1 ფოტო 10×15-ზე დაბეჭდილი CD დისკით;

საკონტაქტო ტელეფონები:

593 90 08 10

558 65 11 59

593 46 45 71


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა