თეგებით ძიება

ბრალდებულები ცხედრის გადამალვას აპირებდნენ - ცნობილი ხდება ქარელში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

მთავარმა არხმა” ქარელის მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია.

სასტიკი მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში - 27 წლის ნიკა ღვინიაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა სოფელი დატოვა, სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ამ დრომდე უცნობია. 

ცნობილი ხდება, რომ საქმეს ჰყავს ოქროს მოწმე, რომელმაც ნიკა ღვინიაშვილი ნაწამები და ხელებშეკრული ნახა, დახმარება კი 112-ში ითხოვა. სოფელში არსებობს ეჭვი, რომ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და წამების შემდეგ, ბრალდებულები ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის გადამალვას აპირებდნენ, გეგმის სისრულეში მოყვანას კი ხელი სწორედ საქმის ოქროს მოწმემ შეუშალა. 

ამ დროისთვის, მკვლელობის ოქროს მოწმეს მედიასთან გამოჩენა არ სურს, თუმცა, მან ინფორმაცია თანასოფლელებსა და პოლიციას უკვე მიაწოდა.

"გაკოჭეს და ისე მოახრჩვეს, თავი აქვს გატეხილი, ნაჭდევები წელის არეში. ხელები და ცხვირი გატეხილი, სასტიკად [მოექცნენ]. რომ ვერ მოერივნენ, ხელები ჰქონდა გადაკოჭილი უკან და ასე მოგუდეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა