თეგებით ძიება

“მართლმადიდებლობა იქნება სახელმწიფო რელიგია” – ზვიად გამსახურდიამ ეს პირდაპირ ტელეეთერში განაცხადა“ – კონსტანტინე გამსახურდია

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

,,არც ამნეზიაა კარგი, არც უახლესი ისტორიის ნაკლული ცოდნა. “მართლმადიდებლობა იქნება სახელმწიფო რელიგია” – ზვიად გამსახურდიამ ეს პირდაპირ განაცხადა ტელეეთერში და რეალური ნაბიჯებიც გადადგა – ეკლესიას დაუბრუნდა მიწების ნაწილი, გადაეცა ტაძრები, ძირითადი საეკლესიო დღესასწაულები სახელმწიფომ აღიარა. დაიწყო მუშაობა დაფინანსების ნაწილშიც, მონასტრებს შეეძლოთ პირდაპირ მიემართათ სახელმწიფოს მომარაგების სამმართველოსთვის.

ამაზე კრიტიკოსებმა დასავლეთში და რუსეთში დაწერეს, თითქოს მას სურდა ისეთი თეოკრატია, რომელიც არსებობდა კონსტანტინე დიდიდან იუსტინიანე იმპერატორამდე. (თითქოს დღევანდელი დიდი ბრიტანეთის ანგლიკანური ეკლესიის ან საბერძნეთის ეკლესიის მაგალითები ახლანდელ დროში არ ყოფილიყოს) ოღონდ ისიც მოაყოლა, რომ საჭიროა რუის-ურბნისის მსგავსი ზომების მიღებაც. აქ ნაცარქექიობას შეეშვას ზოგიერთი თაგვითხარიაშვილი “არაფერი კარგი არ მოუტანია” და მსგავსი როყიო ფრაზებით.”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა