თბილისის ქუჩები, რომლებსაც 3 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება
ხვალ, 3 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ), დაბა ტაბახმელას და დაბა შინდისის მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ჟვანიას მოედნის, გაგარინის, ვაზისუბნის, ბრეგვაძის, ჩერქეზიშვილის, ოდიშელიძის, არდაზიანის, ვეძისის, იმედაშვილის, ოჩამჩირის, სახოკიას, ანაგის, შარტავას, ლვოვის, არშბას, ისაკაძის, ზოვრეთის, ოდესის, კანდელაკის და ყუშიტაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის I კვარტლის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.