თეგებით ძიება

“ამ დანაშაულს სამი მონაწილე ჰყავს! რატომ მალავენ, ვერ გამიგია“ - რას ჰყვება ქარელში წამებით მოკლული ბიჭის და

სასტიკი მკვლელობა ქარელის მუნიციპალიტეტში - შუ­ახ­ნის ასაკს გა­და­ცი­ლე­ბულ­მა ძმებ­მა მე­დოშ­ვი­ლებ­მა ახალ­გაზ­რდა მე­ზო­ბე­ლი, 27 წლის ნიკა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი წა­მე­ბით მოკ­ლეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე პო­ლი­ცი­ამ 2 პირი და­ა­კა­ვა. მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა სოფელი დატოვა, სისხლიანი ანგარიშსწორების მოტივი ამ დრომდე უცნობია. 

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე და 25-108-ე მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში. და­ნა­შა­უ­ლი 15 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

Ambebi.ge მოკ­ლუ­ლის დას, მა­რი­ამ ღვი­ნი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

“მკვლე­ლო­ბის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი არ ვი­ცით. მე­ზო­ბელ­მა და­პა­ტი­ჟა ჩემი ძმა, სუფ­რა­ზე არც და­უ­ლე­ვია, ან­ტი­ბი­ო­ტიკს სვამ­და, ნიკა იმ ოჯახ­ში ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თვის მი­ვი­და და დიდ­ხანს არც გა­ჩე­რე­ბუ­ლა. მერე შე­კა­მა­თე­ბუ­ლან, არ ვიცი, რა აკად­რეს ჩემს ძმას, ესეც თავ­მოყ­ვა­რე ბიჭი იყო და შე­უ­რა­ცხყო­ფას არა­ვის გა­უ­ტა­რებ­და. მე­დოშ­ვი­ლე­ბი ნას­ვა­მე­ბი ყო­ფი­ლან. ვის ოჯახ­შიც იყ­ვნენ, იმ ბიჭს უთ­ქვამს, რომ შე­კა­მათ­დნენ, მერე ნიკა სახ­ლის­კენ წა­სუ­ლა, მკვლე­ლე­ბი კი და­ე­დევ­ნენ, ჩა­უ­საფ­რდნენ და სას­ტი­კად აწა­მეს. მკვლე­ლო­ბა მე­დოშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის წინ მომ­ხდა­რა, წყა­როს­თან. რო­გორც ჩანს, ჩემი ძმა გა­თი­შეს, თო­რემ გა­უმკლავ­დე­ბო­და, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­წევ­და და ასე არა­ვის მო­აკ­ვლე­ვი­ნებ­და თავს. მას თავ­შიც ბლაგ­ვი სა­გა­ნი ჰქო­ნია ჩარ­ტყმუ­ლი, მუხ­ლე­ბიც გა­დაყ­ვლე­ფი­ლი, ნა­ხო­ხი­ა­ლე­ბი აქვს, ყელ­ში წა­ჭე­რის კვა­ლიც ეტყო­ბა.

ამ და­ნა­შა­ულს სამი მო­ნა­წი­ლე ჰყავს და ის მე­სა­მეც უნდა და­ი­ჭი­რონ, რა­ტომ მა­ლა­ვენ, ვერ გა­მი­გია. ის ერთ-ერთი ძმის შვი­ლია, 15 თუ 16 წლის ბიჭი. არას­რულ­წლო­ვა­ნი­აო, ჩვენ ეს არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, დე­და­ჩე­მი ემიგ­რან­ტია, ირ­ლან­დი­ი­დან გა­გი­ჟე­ბუ­ლი მო­დის ქალი. აუ­ცი­ლებ­ლად, ყვე­ლა მი­ზეზ-გა­რე­შე ეგ ბი­ჭიც უნდა და­ი­სა­ჯოს, ის ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და და არა მარ­ტო - მა­მა­ისს პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე უთ­ქვამს, რომ ბა­წა­რი, რო­მე­ლიც ყელ­ში წა­უ­ჭი­რა, შვილს მი­უწ­ვდია. თუ ჩემი 27 წლის ძმა ასე გა­ი­მე­ტეს, არც მა­გა­თი 16 წლის შვი­ლი გვა­დარ­დებს.

სა­ზი­ზღა­რი ხალ­ხია, ერთ სო­ფელ­ში ვცხოვ­რობთ და ყვე­ლა მე­ო­რე მა­გათ აძა­გებს, მათ­თან ჩემს ძმას არა­ფე­რი ჰქო­ნია სა­ერ­თო. არ ვიცი, რა მოხ­და, იმ ერთ ძმას ძა­ლი­ან მყრა­ლი ენა ჰქო­ნია. მე­ო­რე­ზე ხმა გა­მო­სუ­ლა, გი­ჟის სა­ბუ­თი აქ­ვსო. არა­ნა­ი­რი გიჟი ის არ არის, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო. მა­გათ­თვის 15 წელი ცო­ტაა...

ჩემ­მი ძმაა და ქება არ გა­მო­მი­ვი­დეს, მაგ­რამ ზღუ­დერ­ში იკი­თხეთ და გე­ტყვი­ან, რა სა­ხე­ლი ჰქონ­და, მთე­ლი სო­ფე­ლი ცოდ­ვით იწ­ვის, იმ­დე­ნი ხალ­ხი მიდი-მო­დის, ბევ­რს არც ვიც­ნობთ. მე გა­თხო­ვი­ლი ვარ და სახ­ლში ბებო და ჩემი 2 ძმა ცხოვ­რობ­და.

ამ საქ­მეს მოწ­მეც ჰყავს - ჩემი ძმის ნათ­ლუ­ლი. ის ბიჭი და­კი­თხეს და ამ­ბობს, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე ნი­კას მას­თან და­უ­რე­კავს, წყა­როს­თან ვარ და ჩა­მო­დიო. კი­დევ კარ­გი, ეს ბიჭი ჩა­სუ­ლა, თო­რემ შე­იძ­ლე­ბა ჩემი ძმის გვა­მიც გა­და­ეგ­დოთ და ვერ გვე­პო­ვა. მოწ­მეს მისი დახ­მა­რე­ბა უნ­დო­და და არ მი­უშ­ვეს. ამ ნათ­ლულს გა­მო­უ­ძა­ხე­ბია სას­წრა­ფოც და სა­პატ­რუ­ლოც.

ვინც ნახა, ამ­ბობს, ნიკა ხეზე იყო მიბ­მუ­ლი, ხის ნა­ჭე­რი ჰქონ­და ჩარ­ტყმუ­ლი, ძირს თო­კე­ბი ეყა­რაო... ჩემი ძმა ისე­თი ადა­მი­ა­ნი არ ყო­ფი­ლა, ვი­ღაც ისე გა­ემ­წა­რე­ბი­ნა, ასე სას­ტი­კად გას­წო­რე­ბოდ­ნენ. განა რა და­ა­შა­ვა იმ შე­ლა­პა­რა­კე­ბის დროს, ასე მხე­ცუ­რად რომ მოკ­ლეს? - არა­ფე­რი, ელე­მენ­ტა­რულ შე­ლა­პა­რა­კე­ბა­ზე ასე უნდა გა­ე­მე­ტე­ბი­ნათ?

მე­დოშ­ვი­ლის ოჯა­ხი სოფ­ლი­დან გა­იქ­ცა (მე­ო­რე ძმა აქ არ ცხოვ­რობ­და, სტუმ­რად იყო), თვი­თონ გა­და­წყვი­ტეს ასე, მათ არა­ვინ ემუქ­რე­ბო­და, ად­გნენ და თა­ვი­სით გა­იქ­ცნენ. ის ბავ­შვიც უნდა და­ი­სა­ჯოს, არაფ­რის დი­დე­ბით არ უნდა გა­მოძ­ვრეს“ - ამბობს მოკლულის და.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა