თეგებით ძიება

გადმოცვივდნენ ბიჭები ორივე მანქანიდან.. იაზრებენ, რას გადარჩნენ და ეხუტებიან, კოცნიან ერთმანეთს - რა მოჰყვა თბილისში მანქანების შეჯახებას?

ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ წერს, რომლის თვითმხილველიც უნებურად გახდა:

„ავარია მოხდა აბაშიძეზე. ორი მანქანა დაეჯახა ერთმანეთს. საბედნიეროდ, არ დაშავებულან, გადმოცვივდნენ ბიჭები ორივე მანქანიდან და დაიძრნენ ერთმანეთისკენ. - როგორც წესი, მანქანების თვალიერება და არცთუ იშვიათად „ჩემი დედა, შენი დედა“ იწყება ხოლმე ასეთ დროს. მაგრამ გვერდს უვლიან დამტვრეულ მანქანებს და ერთმანეთს ეხვევიან. ბიჭები - 20-22 წლისანი. ბეწვზე გადარჩენილები. თავიდან დაბადებულები. მერე მანქანებს ათვალიერებენ - თავიდან იაზრებენ, რას გადარჩნენ და ისევ ეხუტებიან, კოცნიან ერთმანეთს. 

ვუყურებთ აივნებიდან და ყველანი ვმონაწილეობთ ამ დღესასწაულში - მხოლოდ საკუთარს კი არა, ერთმანეთის გადარჩენის დღესასწაულში და ზუსტად ვიცი, ყველა იმას ფიქრობს, რასაც მე; 

რა კარგია, რა მარტივია ადამიანად ყოფნა!“ - წერს ნანა აკობიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა