თეგებით ძიება
03. 09. 2024 მსოფლიო

პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტი ყაზანში BRICS-ის სამიტზე მიიწვია

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მონღოლელი კოლეგა უხნაგიინ ხურელსუხი BRICS-ის სამიტზე მიიწვია, რომელიც 2024 წლის ოქტომბერს ყაზანში გაიმართება. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია იტყობინება.

მსურს, მიგიწვიოთ რუსეთში, ყაზანში, სადაც წელს BRICS-ის სამიტი ჩატარდება. ეს იქნება პირველი ასეთი დონის ღონისძიება ამ ორგანიზაციის გაფართოების შემდეგ. იმედი მაქვს, რომ მიიღებთ მონაწილეობას BRICS+ ფორმატში. გელოდებით“, – აღნიშნა პუტინმა. 

გარდა ამისა, პუტინმა მონღოლეთის პრეზიდენტს რუსეთისა და მონღოლეთის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განხილვა შესთავაზა. 

ინფორმაციისთვის, პუტინის ვიზიტი მონღოლეთში 2 სექტემბერს დაიწყო.  


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა