თეგებით ძიება

“მაპატიეთ, ქართველებო, მაგრამ უნდა ვთქვა: ბიძინა ივანიშვილი და ევროკავშირში გაწევრება შეუთავსებელია“ - რასა იუკნევიჩიანე

“ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­უ­თასე­ბე­ლია ერ­თმა­ნეთ­თან. ამ ქვეყ­ნის დე­ბი­ძი­ნი­ზა­ცი­ის გა­რე­შე ვერ ვხე­დავ ვე­რა­ნა­ირ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ ქვეყ­ნის­თვის, იყოს ჩვენ­თან“, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა რასა იუკ­ნე­ვი­ჩი­ა­ნემ თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე ორ­დღი­ა­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ის “გარ­დამ­ტე­ხი წელი“ ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ პა­ნელ­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა არ იყო ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, არა­მედ უფრო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წა­ხა­ლი­სე­ბა.

“მა­პა­ტი­ეთ ქარ­თვე­ლე­ბო, მაგ­რამ უნდა ვთქვა ეს: ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა შე­უ­თავ­სე­ბე­ლია. ამ ქვეყ­ნის დე­ბი­ძი­ნი­ზა­ცი­ის გა­რე­შე, ვერ ვხე­დავ ვე­რა­ნა­ირ შე­საძ­ლებ­ლო­ბას ამ ქვეყ­ნის­თვის, იყოს ჩვენ­თან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მხიბ­ლავს, მომ­წონს ის, თუ რას ფიქ­რობს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ. სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა არ იყო ევ­რო­კავ­ში­რის მხრი­დან დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ეს უფრო მე­ტად იყო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წა­ხა­ლი­სე­ბა, არ და­ნებ­დნენ. იმის თქმა, რომ ჩვენ ერ­თად ვართ“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მისი თქმით, თუ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­და­ი­ხე­დოს სა­ქარ­თვე­ლოს­თან უვი­ზო მი­მოს­ვლის სა­კი­თხი.

“არ ვიცი, მო­ვა­ხერ­ხებთ თუ არა შე­ვი­კა­ვოთ თავი იმის­გან, რომ არ გავ­მარ­თოთ დე­ბა­ტე­ბი, მა­გა­ლი­თად, უვი­ზო მი­მოს­ვლის სა­კი­თხზე თუკი აქ ყვე­ლა­ფე­რი კი­დევ უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბა. ეს რთუ­ლი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ პი­რა­დად მე და­ვი­წყე ამა­ზე ფიქ­რი“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო იყო მო­წი­ნა­ვე ქვე­ყა­ნა რე­ფორ­მე­ბის და სხვა სა­კი­თხე­ბის კუ­თხით და ნამ­დვი­ლად საკ­ვირ­ვე­ლია, რომ ახლა ამ რე­გი­ონ­ში სომ­ხე­თი უფრო წინ დგას, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლო.

“ეს ასეა, იმის მი­ხედ­ვით, რო­გორც ჩვენ გა­რე­დან ვა­ფა­სებთ სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა