რუსებმა პოლტავა დაბომბეს, დაღუპულია 41 ადამიანი - ზელენსკი
რუსმა სამხედროებმა უკრაინის ქალაქ პოლტავაში მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს, რის შედეგადაც 41 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 180-ზე მეტი დაიჭრა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, დაბომბვა ორი ბალისტიკური რაკეტით მოხდა. ისინი სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე და გვერდზე განლაგებულ საავადმყოფოს დაეცა. კავშირგაბმულობის ინსტიტუტის შენობის ნაწილიც ჩამოინგრა. ადამიანები ნანგრევებში მოყვნენ. ბევრის გადარჩენა მოხერხდა. 180-ზე მეტი დაშავდა. სამწუხაროდ, მსხვერპლი დიდია. პირველადი ინფორმაციით, 41 ადამიანი დაიღუპა“, - თქვა ზელენსკიმ.
მან მომხდარის სრული და ოპერატიული გამოძიების ბრძანება გასცა. „სამაშველო ოპერაციაში ყველა საჭირო სამსახურია ჩართული. მე მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელიც მომხდარის პირველივე წუთიდან ადამიანებს ეხმარება“, - დასძინა ზელენსკიმ.