თეგებით ძიება
03. 09. 2024 სპორტი

გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დღეს, 21:50 საათზე დაბრუნდებიან

გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში 3 სექტემბერს, 21:50 საათზე დაბრუნდებიან. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

„გამოხატული ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ 3 სექტემბერს, 21:50 საათზე, პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდებიან ოქროს მედლის მფლობელი გიგა ოჩხიკიძე და ბრინჯაოს პრიზიორი ანა ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ სადებიუტო პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ჩემპიონობა იზეიმა. მან ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.

ასევე სადებიუტო პარალიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საქართველოს პარალიმპიური დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრმა, 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ.

მედალოსნებთან ერთად სამშობლოში პარატაეკვონდოსა და პარამძლეოსნობის ნაკრები წევრები დაბრუნდებიან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა