ფოთში მაშველებმა ორი გოგონას სიცოცხლე იხსნეს
სოციალურ ქსელში ფოთში, მაშველების მიერ გადარჩენილი ადამიანების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება:
ფოთში, მალთაყვის უბნის სანაპიროზე მაშველებმა, გიორგი გოგიჩაიშვილმა და ნოდარ ღვანიამ ორი გოგონას სიცოცხლე იხსნეს.
დიდი მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ფოთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს და თითოეულ მაშველს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს და გვაძლევს საშუალებას უსაფრთხოდ და მშვიდად დავისვენოთ. მადლობა ბიჭებს უამრავი ადამიანისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებისთვის. გვეამაყებით და გვეიმედებით - ვკითხულობთ ფეისბუქ-ჯგუფში „ფოთი ჩემი ქალაქია“.