თეგებით ძიება
03. 09. 2024 მსოფლიო

უკრაინის მთავრობის სამმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა

უკრაინის მთავრობის სამმა მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის პარლამენტის სპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„უკრაინის პარლამენტმა გადადგომის შესახებ განცხადებები მიიღო შემდეგი მინისტრებისგან: უკრაინის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი, ალექსანდრე კამიშინი; უკრაინის იუსტიციის მინისტრი, დენის მალიუსკა; უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, რუსლან სტრელეცი“, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.

სტეფანჩუკის თქმით, ყველა განცხადება პარლამენტის ერთ-ერთ მომდევნო პლენარულ სხდომაზე განიხილება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა