თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება
ხვალ, 4 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სამუშაოებს ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტ;ლის (ნაწილობრივ), ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის (ნაწილობრივ), გია რომელაშვილის და დავით ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მიხეილ თამარაშვილის, წყნეთის, გიორგი წერეთლის და ზურაბ საკანდელიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II, IIა მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, თეოფანე დავითაიას და თემურ ქევხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), რომის, კოლხეთის, უზნაძის, კოტე და სოსო წერეთლების, ანზორ ერქომაიშვილის, დოდო აბაშიძის და ჭოროხის ქუჩების მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.