ორი პრეზიდენტი მოიყვანეს სათავეში, ორივე მათი დაუძინებელი მტერია - ლაშა ბაქრაძე
“ორი პრეზიდენტი მოიყვანეს ქვეყნის სათავეში და ორივე მათი დაუძინებელი მტერია“ - განაცხადა ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ “ტვ პირველის„ ეთერში და აღნიშნა, რომ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს წერა-კითხვა თუ შეუძლია, შეუძლებელია “ოცნების“ მხარდამჭერი იყოს.
ორი პრეზიდენტი მოიყვანეს ქვეყნის სათავეში და ორივე მათი დაუძინებელი მტერია. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ადამიანს წერა-კითხვა თუ შეუძლია, შეუძლებელია “ოცნების“ მხარდამჭერი იყოს. ძალიან სასაცილოა, ამუნათებენ ზურაბიშვილს, ჩვენი მოყვნილი, რატომ არაა ჩვენი მომხრეო, მეორეს მხრივ დედ-მამის სულს აგინებენ“,- განაცხადა ბაქრაძემ.