თეგებით ძიება

თუ ბოიკოტზე ხართ, უარი თქვით საბიუჯეტო დაფინანსებაზე, უფასო სატელევიზიო რეკლამაზე და ყველა იმ სიკეთეზე, რითაც ჩვენ თავი დავისაჯეთ - ვის მიმართავს შალვა ნათელაშვილი?

„ლეიბოორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს:

როგორც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადეს საპარლამენტო ოპოზიცია ისევ ბოიკოტის რეჟიმში ყოფილა და  ამიტომ არ დაესწრებიან საშემდგომო სესიას.                                                               არ მოგბეზრდათ მეგობრებო ამდენი სიცრუე? თუ ბოიკოტზე ხართ მაშინ ჩვენსავით,ლეიბორისტული პარტიის მსგავსად, უარი თქვით ათი ათას ლარიან ხელფასებზე,ამდენივე პრემიებზე და სადეპუტატო ხარჯების ანაზღაურებაზე,უცხოეთში სამივლინებო მილიონებზე,  მრავალრიცხოვან სააპარატო შტატებზე და ასევე მათ მილიონიან მომსახურებაზე, ჩააბარეთ უკან ავტომობილები მძღოლიანად პარლამენტის ფარეხში. დააბრუნეთ სრული სამედიცინო დაზღვევის ბარათები.                      ასევე თუ ბოიკოტზე ხართ ------ლეიბორისტული პარტიის მსგავსად უარი თქვით,თქვენი კინკილა ან არ არსებული პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებაზე,უფასო სატელევიზიო რეკლამაზე და ყველა იმ სიკეთეზე რითაც ჩვენ თავი დავისაჯეთ რათა არ გვეღალატა სიტყვის,ქვეყნის და მომავლისათვის.                                                       არ გინდათ ასე--------მაშინ თქვენ ახალ პარლამენტში შესვლის პრეტენზია არ უნდა გქონდეთ.  ხალხი გაგცემთ პასუხს,ძალიან მალე,თქვენც და ბიძინას ქოცებსაც - წერს ნათელაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა