თეგებით ძიება

“ჩვენ არ ვემორჩილებით რუსულ კანონს და არასდროს დავირქმევთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს“ - გელა მთივლიშვილი

მე არასდროს დავირქმევ ამ სახელს, გამორიცხულია, რადგან არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ასეთი სიტყვა დამიძახოს და მით უფრო საკუთარი ხელმოწერით დავეთანხმო ამას - ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ არ აპირებს დაემორჩილოს რუსულ კანონს და ყველა  კანონიერი გზით გააგრძელებს ბრძოლას.

მთივლიშვილის თქმით, ის ელოდება 25 ათას ლარიან ჯარიმას, რომლის გადახდასაც არ აპირებს და არ გამორიცხავს, რომ დაუმორჩილებლობას ყადაღაც მოყვეს.

დღეიდან ამოქმედდა რუსული კანონის იძულებითი მოქმედება. სანქციებს ველით, რომ უახლოეს დღეებში მივიღებთ 25 ათას ლარიან ჯარიმას, რომლის გადახდის თავი არ გვაქვს და რომც გვქონდეს, არ გადავიხდით.

ჩვენ არ ვემორჩილებით რუსულ კანონს, მარტივი და ცხადი მიზეზით, არასდროს არ დავირქმევთ უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელს. “ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ტერმინი - აგენტი, უსამშობლო, დაემკვიდრებინა, რომელიც შეცვალეს და ახლა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელია. რა ტერმინს ჩაწერენ კანონში, მნიშვნელობა არ აქვს. საკონსტიტუციოში ლინგვისტმაც დაადასტურა, რომ ეს სახელწოდება “ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ - სწორედაც შეიცავს უარყოფით კონტექსტს. 

მე არასდროს დავირქმევ ამ სახელს, გამორიცხულია, რადგან არაფერი გამიკეთებია იმისთვის, რომ ასეთი სიტყვა დამიძახოს და მით უფრო საკუთარი ხელმოწერით დავეთანხმო ამას. ყველა რესურსით და კანონიერი გზით არ დავემორჩილები ამ რუსულ კანონს და გავუწევ წინააღმდეგობას ბრძოლით“,- განაცხადა მთივლიშვილმა “რეაქციაში“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა