თეგებით ძიება

გერმანიაში, სიგარეტის აპარატის გაქურდვის ბრალდებით, 2 ქართველი კაცი დააკავეს

გერმანიის ჩრდილოეთით, რაინ-ვესტფალში, სიგარეტის აპარატის გაქურდვის ბრალდებით, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს - ადგილობრივი მედია წერს, რომ გვიან ღამით, ადგილობრივებმა ორი კაცი მაშინ დაინახეს, როცა აპარატს ქურდავდნენ. თვითმხილველებმა პოლიციას მიმართეს, რომლებმაც ეჭვმიტანილები მალევე დააკავეს. 

მედიის ცნობით ისინი 44 და 42 წლის, საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებსაც არც გერმანიაში მუდმივად ცხოვრების უფლება აქვთ. სამშაბათს დილით მათ მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა