ვენესუელის პრეზიდენტმა ქვეყანაში შობა 1 ოქტომბერს გადაიტანა
ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ქვეყანაში წელს შობა ჩვეულებრივზე ადრე - 1-ელ ოქტომბერს აღინიშნება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
"ახლა სექტემბერია და უკვე შობის სუნი დგას. ჩემი ბრძანებულებით შობა 1 ოქტომბრისთვის გადმომაქვს“, - განაცხადა მადურომ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მადურო მსგავს უცნაურ გადაწყვეტილებებს იებს. კორონავირუსის პანდემიის დროს, 2020 წელს მან შობა 15 სექტემბერზე გადმოიტანა, ხოლო 2021 წელს ეს დღესასწაული 4 ოქტომბერს აღინიშნა.
ამ დღეს ვენესუელის მთავრობა ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას, ტრადიციულად, სურსათს ურიგებს.
ნიკოლას მადურო ვენესუელის ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება. მიმდინარე წლის 28 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლის შედეგად საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად მადურო გამოაცხადა. ოპოზიციამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა.