თეგებით ძიება

ექსპერტიზის დასკვნით, გლდანში, მამის მკვლელობისთვის ბრალდებული შეურაცხადია - 26 წლის ბიჭის მიმართ სამართლებრივი დევნა შეწყდა

გლ­დან­ში, მა­მის მკვლე­ლო­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლი 26 წლის რეზი გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, შე­უ­რა­ცხა­დია. შე­სა­ბა­მი­სად, მის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა შე­წყდა.

გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მკურ­ნა­ლო­ბას ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სრულ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბამ­დე გა­ივ­ლის.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა, ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ლე­ვან სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­სა­მარ­თლო ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნუ­ლი ბი­უ­როს მიერ გა­ცე­მუ­ლი დას­კვნის თა­ნახ­მად, გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს, მის ქმე­დე­ბას ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და.

"ბრალ­დე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვერ აც­ნო­ბი­ე­რებ­და თა­ვის ქმე­დე­ბას. საქ­მე­ში ჩარ­თვის დროს­ვე მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ ექ­სპერ­ტი­ზა და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დროს ბრალ­დე­ბუ­ლის შე­უ­რა­ცხა­დო­ბას და­ად­გენ­და. ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ პირს კი ცი­ხე­ში მრა­ვა­ლი წლით გაშ­ვე­ბის ნაც­ვლად, გან­კურ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სი­ტუ­ა­ცი­ის გაც­ნო­ბის შემ­დეგ ბრალ­დე­ბის მხა­რე­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ საქ­მე­ზე კა­ნო­ნი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი. იმე­დი მაქვს, რომ გამ­ხი­ტაშ­ვი­ლის მი­მართ ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა ჩა­ტარ­დე­ბა და ის მალე გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლის ქმე­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით ით­ვა­ლის­წი­ნებ­და 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას”, - გა­ნა­ცხა­და კა­კა­ბა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მკვლე­ლო­ბა გლ­დან­ში, მიმ­დი­ნა­რე წლის 23 თე­ბერ­ვალს მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50 წლის გელა გამ­ხი­ტაშ­ვი­ლი შვილ­მა, 26 წლის რეზი გამ­ხი­ტაშ­ვილ­მა ცივი ია­რა­ღით, და­ნით მოკ­ლა. ის სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს.

გამ­ხი­ტაშ­ვილს ბრა­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის "კ“ ქვე­პუნ­ქტით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რუდ­გი­ნეს, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა