ირმა ხეცურიანმა პარალიმპიადაზე რაპირით ფარიკაობაში ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო
პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე ქართველმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (კატეგორია B) რაპირით ფარიკაობაში პირველი შეხვედრა გამართა. მან ბრაზილიელი მონიკა სანტოსი ანგარიშით 15:13 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
გუშინ ხეცურიანმა პარიზის პარალიმპიადაზე ხმლით ფარიკაობაშიც იასპარეზა და ამ დისციპლინაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.