“ქართული ოცნება” დასუსტებული, შეშინებულია და 26 ოქტომბერს მარცხდება - გიორგი ვაშაძე
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდეი, გიორგი ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრების ირაკლი ეძგვერაძისა და ირაკლი ნადირაძის დაკავებას ეხმაურება.
„მათი ქმედებებიდან კარგად ჩანს, რომ “ქართული ოცნების” ერთადერთი მიზანი ქართველი ხალხის დაპირისპირება და დაყოფაა, თუმცა, ეს ვერ შეაჩერებს ჩვენი გეგმის და ქართველი ხალხის ნების აღსრულებას რომ საქართველო დაჩქარებული წესით გახდეს ევროკავშირის წევრი და თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ.
თავისუფლება ჩვენი გუნდის წევრებს! როცა ერთად ვართ, ვიმარჯვებთ!“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.