აშშ-მა რუსი ჰაკერები და პროპაგანდისტები, მათ შორის, სიმონიანი დაასანქცირა
აშშ-მა რუსი ჰაკერები და პროპაგანდისტები დაასანქცირა, მათ შორის მარგარიტა სიმონიანი. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარგარიტა სიმონიანი ცენტრალური ფიგურაა რუსეთის მთავრობის მცდელობებში, მოახდინოს მავნე გავლენა.
“RT ყალბ კომპანიას იყენებდა, რათა საკუთარი ან რუსეთის მთავრობის მონაწილეობა დაემალა კონტენტის შექმნაში, რომლის მიზანიც ამერიკულ საზოგადოებაზე ზემოქმედება იყო,” - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სანქციების ქმეშ მოყვნენ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, მისი მოადგილეები ელიზავეტა ბროდსკაია და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე ანდრეი კიაშკო, ციფრული მედია პროექტების ხელმძღვანელი კონსტანტინ კალაშნიკოვი და მისი ქვეშევრდომი ელენა აფანასიევა.