თეგებით ძიება

მოწინააღმდეგეს არაფერი გამოუვიდა, უკრაინელებმა კურსკის ოლქში ვერაფერს მიაღწიეს - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ვერაფერს მიაღწიეს.

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, სასაზღვრო რაიონებში ამჟამად სიტუაცია დასტაბილურებულია და რუსი სამხედროები ტერიტორიას ეტაპობრივად ათავისუფლებენ.

"მოწინააღმდეგის ერთ-ერთ ამოცანას რუსეთში შიდაპოლიტიკური სიტუაციის შერყევა და პანიკის დათესვა წარმოადგენდა, მათი მიზანი იყო, რომ დავბნეულიყავით, სამხედროები ერთი ნაწილიდან მეორეში გადაგვესროლა და შეგვეჩერებინა ჩვენი იერიში უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე, პირველ რიგში დონბასში, რომლის გათავისუფლებაც ჩვენი პირველი მიზანია. გამოუვიდათ თუ არა? არა. მოწინააღმდეგეს არაფერი გამოუვიდა.

პირველ რიგში, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სიტუაციის სტაბილიზება შეძლეს და მათი სასაზღვრო ტერიტორიებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ განდევნა დაიწყეს. და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი იერიშის შეკავება არ ხდება. პირიქით, ამ სასაზღვრო რაიონებში საკმაოდ დიდი და კარგად მომზადებული ქვედანაყოფების გადასროლით, მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვან მიმართულებებზე საკუთარი თავი დაასუსტა, ჩვენმა სამხედროებმა კი დააჩქარეს იერიშის ოპერაციები. დიდი ხანია, ტერიტორიულად ასეთი შენაძენი არ ყოფილა““, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, მოსკოვს არასოდეს უთქვამს უარი კიევთან მოლაპარაკებებზე.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კიევი და დასავლეთი გეგმავდნენ რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენებას, მაგრამ ვერ მოახერხეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა